ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის ნაკრების კაპიტნად დანიშვნაზე. გუნდის ახლანდელმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ ლეოს კაპიტნის სამკლავური ჩააბარა, რაც მარადონას ძალიან მოეწონა.
“დიდი ხანია არ მინახავს არგენტინის ნაკრების თამაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მესი კვლავინდებურად სიამოვნებას იღებს და სხვასაც ასიამოვნებს. იგი ძალიან წყნარი პიროვნებაა და კაპიტნის სამკლავურსაც იმსახურებს. მან ეს ჯილდო საკუთარი შრომით და გოლების გატანით მოიპოვა. ლეო ახლაც გუნდის ლიდერია, მაგრამ სულ ცოტა ხანში უკვე თანაგუნდელებს თავად მისცემს შენიშვნებს და დაუყვირებს კიდეც მათ, როგორც ეს ნამდვილ კაპიტნებს შეშვენით. ამას დრო დასჭირდება. ხასიათის შეცვლა ადვილი არ არის. მესი ფანტასტიკური ადამიანია, რომელიც სულ მშვიდადაა და არ შეუძლია ხმამაღლა გამოხატოს ის, რაც მის შიგნით ხდება.” –განაცხადა ფეხბურთის ღმერთად წოდებულმა მარადონამ.
