ინგლისის ნაკრების ყოფილმა და მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, ესპანურ გამოცემებთან გააკეთა კომენტარი კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას გუნდის დატოვების გადაწყვეტილებაზე.
რაღა შეხსენება გინდათ, პეპმა ეს სეზონი დაასრულა და დატოვა პოსტი. მან “ბარსას” ისტორიას უამრავი ბრწყინვალება და საოცრება შემატა. მომავალი სეზონიდან მის ადგილს ტიტო ვილანოვა დაიკავებს, რომელიც თავის დროზე გვარდიოლას დამხმარედ გვევლინებოდა.
“ძალიან გამიკვირდა, როდესაც გვარდიოლას გადაწყვეტილება მოვისმინე წასვლასთან დაკავშირებით. მეგონა ამ დაძაბულობას გაუძლებდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება, მითუმეტეს მაშინ, როცა მწვრთნელი ხარ–ეს ძალიან ინტენსიური სამუშაოა. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მატჩების შემდეგ მეგობრები და ნათესავები არასოდეს მესაუბრებოდნენ ფეხბურთზე, რაც ძალიან მეხმარებოდა.” –განაცხადა კაპელომ.


