მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამოსი: “მე და პიკეს არანაირი უთანხმოება არ გვაქვს”

რამოსი: “მე და პიკეს არანაირი უთანხმოება არ გვაქვს”

ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ისაუბრა ურთიერთობაზე მასსა და ჯერარდ პიკეს შორის. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის თქმით, მას “ბარსელონას” ცენტრალურ მცველთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

 

რამოსს ასეთი განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც ხალხმა დაინახა თუ რა ხდებოდა. ყველამ იცის, რომ ორივე მოთამაშეს მტკიცე ხასიათი და მებრძოლი სული აქვს და მათ შორის კონფლიქტი აშკარა იყო “ბარსასა” და “რეალის” დაპირისპირებისას. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ზემოთ ხსენებულ ორ ფეხბურთელს მოუწევს ესპანეთის ნაკრებში ცენტრალური მცველების პოზიციაზე თამაში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

 

“ჩემსა და პიკეს შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. თითეული ჩვენგანი ყოველთვის საკუთარი კლუბის ინტერესს იცავს, მაგრამ ასეთ მომენტებში კლუბებს ვივიწყებთ, რადგან ახლა სულ სხვა მიზანი გვაქვს და უნდა ვაჩვენოთ ნამდვილი პროფესიონალიზმი. ჯერარდი ძალზედ ძლიერი ცენტრალური მცველია და მის გვერდით თამაშისას პრობლემები საერთოდ არ იქმნება.” –ციტირებს რამოსის სიტყვებს ესპანური პრესა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში