ჰამბურგის შემდეგ, სადაც ”ბარსელონა” პრე-სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს კატალონიელები ტანჟერში (მაროკო) გაემგზავრებიან, სადაც მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რაც 2012/13 სეზონის მოსამზადებლადაა საჭირო.
მატჩი მაროკოში 28 ივლისს შედგება. მატჩის გარდა ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა გეგმავს სოციალური აქციის მოწყობას. ”ბარსას” ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კორდონერმა და მარკეტინგული სექტორის დირექტორმა, ლორან კოლეტმა ოთხშაბათს პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც ”ბარსას” გეგმების შესახებ ისაუბრეს მაროკოში გასამართი მატჩის შესახებ.უფრო დაწვრილებით ინფორმაციას კლუბი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
