ინგლისურმა ”The Sun”-მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პეპ გვარდიოლას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედრა სურს ლონდონის ”ჩელსის” მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან.
”ბარსას” ყოფილ მწვრთნელს ლონდონში ყოველ წელს 14 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება. დამატებით მას პირველი 2 სეზონის განმავლობაში არ მოეთხოვება ტიტულების მოგება, რათა ზედმეტი ზეწოლა მოიხსნას.
”The Sun”-ის ინფორმაციით ”ჩელსის” წარმომადგენლები გვარდიოლას ორშაბათს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლა ერთი წლით დასვენებას გეგმავს რომან აბრამოვიჩთან შეხვედრა მოითხოვა. ამავე წყაროების ინფორმაციით რობერტო დი მატეო კლუბთან არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს იმის გამო, რომ 2013 წელს თანამდებობა გვარდიოლას დაუთმოს.
