მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” კეიტას შენარჩუნებას გეგმავს

”ბარსელონა” კეიტას შენარჩუნებას გეგმავს

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია იმით, რომ სეიდუ კეიტამ კარიერა კატალონიაში გააგრძელოს.

ფეხბურთელი კლუბის შეცვლას გეგმავდა, რადგან ”ბარსელონაში” მას სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა. უახლოეს პერიოდში ის ახალ მწვრთნელთან, ტიტო ვილანოვასთან შეხვედრას გეგმავს, რათა გაიგოს, როგორაა მის მიმართ განწყობილი ახალი მწვრთნელი და რას ელოდება მისგან.

ფეხბურთელის წარმომადგენლები კი თავის მხრივ კატალონიური კლუბის სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან შეხვედრას გეგმავენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში