ტიტო ვილანოვა უკვე ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია. სეზონის მეორე ოფიციალური მატჩი გუნდს მადრიდის ”რეალთან”, ესპანეთის სუპერთასზე ელის (22 აგვისტო), სადაც სათადარიგოთა სკამზე არც მოურინიო და არც ვილანოვა არ ისხდებიან.
ტიტო ვილანოვა ახალ პროექტს იწყებს. ტიტო პირველ ოფიციალურ მატჩს 18 ან 19 აგვისტოს, პრიმერას შეხვედრაში გამართავს, თუმცა გუნდს ის მეორე შეხვედრაში დააკლდება. ”ნოუ კამპზე” ”ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მადრიდის ”რეალს” უმასპინძლებს.
რაც შეეხება ჟოზე მოურიონის, ის გუნდს სუპერთასის შეხვედრებში ვერ უხელმძღვანელებს, რადგან მას 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. შეგახსენებთ, რომ მოურინიომ და ვილანოვამ დისკვალიფიკაცია გასული წლის ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მიიღეს.


