მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ნიუ-იორკში დაისვენებს

გვარდიოლა ნიუ-იორკში დაისვენებს

რამდენიმე კვირის წინ, როცა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ”ბარსელონას” ტოვებდა გაჩნდა ჭორები, თუ სად წავიდოდა ის. პრესის ინფორმაციით ის ინგლისში ან ყატარში წავიდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

პეპმა ფეხბურთისგან დასვენება ნიუ-იორკში არჩია, ქალაქში, რომელიც იდეალურად ერგება პეპ გვარდიოლას და მისი მეუღლის, კრისტინას მოლოდინში. გვარდიოლას ანონიმურობის შენარჩუნება სურს და დარწმუნებულია, რომ ეს ზუსტად ის ქალაქია, სადაც ის მარტო ყოფნას და დასვენებით დატკბობას შეძლებს. ნიუ-იორკში მისი შვილები, მარიუსი, მარია და ვალენტინა ინგლისურ ენას შეისწავლიან და გაიცნობენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესს ქალაქს.

პეპმა უკვე ყველა ფორმალობა მოაგვარა, რათა შტატებში წავიდეს. მისი სახლიდან გამოსვლისას შენიშნეს ცნობილი ეკონომისტი, ”ბარსელონას” წინა ხელმძღვანელობის წევრი, ხავიერ სალა ი მარტი, რომელიც უკვე დასახლდა ნიუ-იორკში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში