მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი: ”ვიცოდი, რომ კლუბი ტიტოზე ნოემბრის შემდეგ ფიქრობდა”

პეპი: ”ვიცოდი, რომ კლუბი ტიტოზე ნოემბრის შემდეგ ფიქრობდა”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ სამეფო თასის წინ ჟურნალისტების წინაშე საკუთარი სამუშაო შეაფასა და საკუთარი აზრი დააფიქსირა ტიტოს დანიშვნაზე.

”4 წლის განმავლობაში 546 პრეს-კონფერენცია ჩავატარე. ყველაფერი ეს 272 საათი გრძელდებოდა. ეს იგივეა 11 დღე გადაბმულად ისაუბრო. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი მიზნის მიღწევა მსურდა – მიმეღო ავტორიტეტი. შეიძლება ამ გზაზე შეცდომები დავუშვი, მაგრამ ჩემი მიზანი იყო, რომ ყოველთვის გულწრფელი ვყოფილიყავი”.

”რაც შეეხება ტიტოს დანიშვნას, ნოემბერში მე სუბისარეტასთან ერთად ვისადილე. მან მკითხა, თუ რას ვფიქრობდი მთავარ მწვრთნელად ტიტოს პერსპექტივებზე, მე ვუპასუხე, რომ ეს შესანიშვანი იდეა იყო. გეტყვით, რომ ამის შესახებ ტიტომ ჩემგან გაიგო. ”ჩელსისთან” მატჩის შემდეგ მას კაბინეტში შემოსვლა ვთხოვე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ამ საკითხზე. ტიტომ მაშინ არაფერი იცოდა”.

”ჩემი აზრით ის ძლიერია იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს. ჩვენ 13 წელი ვიცნობთ ერთმანეთს, ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. მინდა გითხრათ, რომ ტიტო ძალიან დამეხმარა, როცა გუნდს ჩავუდექი სათავეში. კლუბისთვის მისი კანდიდატურა მე არ დამიძალებია, ხელმძღვანელებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება. მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ბრძანებებს იძლევა”.

”საერთოდ კი მინდა განვაცხადო, რომ უდიდესს მადლობას ვუხდი პრეზიდენტებს, ჟოან ლაპორტას და სანდრო როსელს, რომლებმაც ჩემი ოცნების გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს. მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლა წასვლა მინდა და გზას სხვას ვუთმობ” – დაასრულა პეპმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში