”ბარსელონა” დანი ალვესის ტრანსფერზე პირველ ოფიციალურ შეთავაზებებს ღებულობს, რომლებიც გერმანიიდან და ინგლისიდან არის.
”ბარსელონას” მარჯვენა მცველი, დანი ალვესი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. კლუბმა უკვე 2 შეთავაზება მიიღო, მაშინ როცა სეზონი ოფიციალურად დასრულებული არ არის.
ალვესის შეძენა სურს ”მანჩესტერ სიტის”, რომლის შეთავაზება ასეთია: ძალიან მწირი 15 მილიონი ევრო და სერბი მარცხენა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი.
”Esports Cope”-ს ინფორმაციით ”ბარსას” ოფიციალურად მიმართა ”შალკემ”, თუმცა დანი ალვესის საახლობლოს ცნობით ფეხბურთელი ამ წინადადებით არ ინტერესდება.



