მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: ”ყველას გვსურს, რომ ვილიამ ჩემპიონატზე ითამაშოს”

დელ ბოსკე: ”ყველას გვსურს, რომ ვილიამ ჩემპიონატზე ითამაშოს”

”ჩვენ ყველას გვსურს, რომ მან ითამაშოს, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ტრავმის და ოპერაციის შემდეგ, რომელიც მან გაიკეთა. ვილიას ახლობლების მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მოედანზე მისი გასვლა რისკთან არ იქნება დამოკიდებული, ასევე იქნება თუ არა დავიდი ძველებურად შედეგიანი”.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ადგილი თავდამსხმელებისთვის ყველაზე კონკურენტულია. მისი სიტყვებით გასულ სეზონში ყველა ესპანელი თავდამსხმელი არასტაბილურად ასპარეზობდა. დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ არ ფიქრობს იმაზე, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია. მან განაცხადა, რომ ის კონცენტრირებულია მხოლოდ იმაზე, რომ კარგად მოამზადოს არჩეული ფეხბურთელები და ”შეძლოს მათი ძალების აღდგენა რთული სეზონის შემდეგ”.

”10 ივნისს ჩვენ მზად ვიქნებით ბრძოლისთვის მიუხედავად იმისა, ვიქნებით თუ არა ფავორიტები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ფიზიკურად და მორალურად. ეს ძალიან რთული სეზონი იყო იმ კლუბებისთვის, რომლებშიც ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები თამაშობენ. ნორმალურია ის, რომ ზოგიერთმა მათგანმა ფორმა დაკარგა. ჩვენი მიზანი მათი სათამაშო რითმში დაბრუნებაა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში