”რომას” თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ იტალიის დედაქალაქში ბედნიერია და უახლოეს პერიოდში იტალიიდან წასვლას არ გეგმავს.
ბოიანი ”რომას” გასულ სეზონში 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შეთანხმების თანახმად ”რომას” სრულად შეუძლია ფეხბურთელის უფლებების გამოსყიდვა.
”ჩემი მომავალი? ამაზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა მე რომში ბედნიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გახდება გუნდის მწვრთნელი. ეს ძალიან კარგი გუნდია და აქ ყოფნა მომწონს. გუნდში ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, რადგან იტალიური ფეხბურთი განსხვავდება ესპანურისგან. ”სერია ა”-ში თავდამსხმელებს გაცილებით უჭირთ თამაში”.
2011-12 წლის სეზონში ბოიანმა 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა შეძლო. მისმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მე-7 პოზიცია დაიკავა.



