მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსამ” მეორედ შეასრულა დუბლი – პიჩიჩი და ზამორა

”ბარსამ” მეორედ შეასრულა დუბლი – პიჩიჩი და ზამორა

დასრულებულ სეზონში ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა ისტორიაში მეორედ შეძლეს პიჩიჩისა და ზამორას ტიტულების ერთად მოგება. პირველად ”ბარსას” ფეხბურთელებმა ეს 2009-10 სეზონში მოახერხეს.

პრიმერას დაარსებიდან (1929) დღემდე მხოლოდ 12-ჯერ მოიგეს ერთი გუნდის ფეხბურთელებმა ერთ სეზონში ზამორასა და პიჩიჩის ტიტული. ბოლო ამ სიაში ”ბარსას” ფეხბურთელებია ლეო მესის გატანილი 50 და ვიქტორ ვალდესის 28 გაშვებული ბურთის წყალობით. ზუსტად ამ ორმა ფეხბურთელმა მოიგო ეს ტიტულები 2009-10 სეზონში.

პიჩიჩის 2 ტიტული

ლეო მესიმ მეორედ მოახერხა პიჩიჩის ტიტულის მოგება და შევიდა იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებმაც ასეთ შედეგს მიაღწიეს. ამ სიაში არიან ფორლანი, რაული, რონალდო, კემპესი, ამანსიო, მუნდო და გოროსტიცა. ვალდესი კი ზამორას ტიტულებით ლეგენდარულ რამალიეტსს გაუთანაბრდა. მათ ამჟამად 5-5 ზამორას ტიტული აქვთ. ვიქტორ ვალდესი კი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ამ ტიტულის მოგება ზედიზედ 4-ჯერ შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში