მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტოს თანაშემწე სერხი ლობერა იქნება

ტიტოს თანაშემწე სერხი ლობერა იქნება

სერხი ლობერა, ამჟამად სეგუნდა დივიზიონის გუნდის, ”სეუტას” მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში ტიტო ვილანოვას თანაშემწე იქნება.

34 წლის ლობერა ”ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი იყო 1999-2007 წლებში. ტიტო ვილანოვა მან ტერასაში გაიცნო, რომ ტიტო გუნდის ტექნიკური დირექტორის მოვალეობებს ასრულებდა, ხოლო თავად გუნდის ახალგაზრდულ სექციებზე პასუხისმგებელი იყო.

გაზეთ ”ARA”-ს ინფორმაციით შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ სამეფო თასის ფინალის დასრულებამდე არ იტვყიან. ფინალი კი 25 მაისს გაიმართება.

იმის გათვალისწინებით, რომ ”ბარსას” პირველ გუნდში არიან ტელიო, კუენკა და დოს სანტოსი მან ესპანურ ”სპორტს” ინტერვიუ მისცა: ”კეუნკა და ტელიო ჩემს ”ალევინ ა”-ში (”ბარსას” ასაკობრივი გუნდი) თამაშობდნენ. კუენკა ფლანგზე თამაშობდა, ტელიო ცენტრში. 2 წლის შემდეგ ისინი პირველ გუნდში აღმოჩნდნენ”.

ტიტო ვილანოვას მომავალმა თანაშემწემ ისინი ასე აღწერა: ”ტელიოს ძალიან დიდი სისწრაფე აქვს, თანაც ტექნიკის დემონსტრირებასაც ახდენს. კუენკას ძალიან ტექნიკურია, მას ძალიან კარგად შეუძლია თამაში პრესინგის დროს. მისი კოზირი ისაა, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს”.

რაც შეეხება დოს სანტოსს, რომელთანაც ერთად ლობერა ”ინფანტილში” მუშაობდა მან განაცხადა: ”ის ტაქტიკურად ძალიან კარგადაა განსწავლული. ის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისთანაც კი მიმუშავია”.

2004-05 წლის სეზონში ლობერა ”ინფანტილ ა”-ს მწვრთნელი იყო. ეს იდეალური სეზონი იყო, რადგან გუნდმა 30 შეხვედრა გამართა და ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვა, დააგროვა რა 90. ქულა. იმ გუნდში თამაშობდნენ ტელიო, კუენკა, ბარტრა, მონტოია და რივეროლა.

ლობერას ერთ-ერთი მოსწავლე ბოიან კრკიჩიც იყო: ”ბოიანი ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ აძლევს გუნდი საკუთარ ფასეულობებს ფეხბურთელებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში