მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ლონდონის ”ტოტენჰემის” მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბეილი ”ბარსელონას” შეუთანხმდა. ეს ინფორმაცია გუშინ ესპანურ პრესაში გავრცელდა.

”ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციაში სიმართლე არ არის” – განაცხადა რედნაპმა იმის შესახებ, რომ ”ბარსა” უელსელში 40 მილიონ ევროს იხდის. უელსელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა, შაბათს კი ის პრემიერ-ლიგაში მე-4 პოციციის დასაკავებლად იბრძოლებს.

რედნაპმა ყველას მიუთითა, რომ მთავარი მიზანი წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება იქნება: ”შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგა დავივიწყოთ, თუკი წამყვან მოთამაშეებს ვერ შევინარჩუნებთ. არასდროს მიფიქრია მათი გაყიდვა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში