მალელმა ფეხბურთელმა დღეს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ალექსის სანჩესი კი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს.
”ბარსელონა” შაბათს, ”ბეტისთან” გასამართი შეხვედრისთვის ზმადებას აგრძელებს. ეს პრიმერას 2011/12 სეზონის უკანასკნელი შეხვედრაა. გუდმა ვარჯიში დღეს დილით, სიუტატ ესპორტივაზე გამართა. თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით იხარჯებოდა სეიდუ კეიტა.
თავის მხრივ ალექსის სანჩესი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით მზადებას აგრძელებს. ჩილელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი ”რაიოსთან” შეხვედრაში დაიზიანა, რის გამოც ”მალაგასთან” და ”ესპანიოლთან” ჩატარებული შეხვედრების გამოტოვება მოუწია.
სესიაში მონაწილეობა ”ბარსელონას ბ”-ს ფეხბურთელებმა, მარტინ მონტოიამ, მარკ ბარტრამ და კრისტიან ტელიომ მიიღეს.













