დერბის წინ გუნდმა ”ნოუ კამპზე” ბოლო ვარჯიში გამართა. ისააკ კუენკას ქუსლი აწუხებს, ამიტომ მისი თამაში შეხვედრის დაწყებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.
”ესპანიოლთან” შეხვედრამდე შუადღით გუნდმა ”ნოუ კამპზე” ვარჯიში გამართა. სესიაზე პირველი გუნდის 15 ფეხბურთელი, მათ შორის ჩავი იმყოფებოდა. ისააკ კუენკა მიკროტრავმის გამო ნაკლები დატვირთით იხარჯებოდა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ალექსის სანჩესი კი დღევანდელ მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.
გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ მარტინ მონტოია, მარკა ბარტრა და კრისტიან ტელიო. ხერარდ პიკე კვლავ თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.
გუნდმა სესიის დასრულების შემდეგ ”ნოუ კამპზე” ისადილა, რის შემდეგაც ფეხბურთელები დასასვენებლად სახლებში გაემართნენ. გუნდი სტადიონზე 19:30 საათზე შეიკრიბება.
















