ჰოლანსიის ჩემპიონატის ახლახანს მომგები “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური აცხადებს, რომ მისი გუნდის დაცვის ლიდერისთვის, იან ვერტონგენისთვის კარიერის გაგრძელების იდეალური ვარიანტი “ბარსელონაში” თამაში იქნება.
ცოტა ხნის წინ, “აიაქსმა” ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო, რაშიც დიდი წვლილი 25 წლის ცენტრალურმა მცველმა, იან ვერტონგენმაც შეიტანა.
“იმედი მაქვს, ვერტონგენი “ბარსელონაში” გადავა. “ტოტენჰემი” კარგი ვარიანტია, მაგრამ “ბარსელონა” – იდეალური” – აცხადებს წარსულში “ბარსელონაში” მოთამაშე ფრანკ დე ბური, რომელიც, ამჟამად, ვერტონგენს წვრთნის.
მიმდინარე სეზონში, “აიაქსის” 25 წლის კაპიტანმა 35 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ცენტრალური მცველის თაობაზე, ვერტონგენს საკმაოდ ხშირად გააქვს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ იგი კარგად თამაშობს თავით. ჰოლანდიის ერედივიზონის მიმდინარე გათამაშებაში, ვერტონგენმა 7 გოლი გაიტანა, აქედან 3 თავით. მე-2 სართულზე ვერტონგენის კარგი თამაში გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ იგი სიმაღლეში 1.89 მეტრია.
ვერტონგენს “აიაქსთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 12 მილიონი ევროა.

