ალექსის სანჩესი ხვალ, ”მალაგას” წინააღმდეგ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფეხბურთელმა დღეს დამატებითი სამედიცინო ტესტები ჩაიტარა. ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყში კვლავ სისხლჩაქცევები აქვს, ამიტომაც მისი თამაში ხვალინდელ შეხვედრაში გამოიცხულია.
ხვალინდელ შეხვედრას ასევე გამოტოვებს ხერარდ პიკე. ერთი კვირის შემდეგ მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ის დაუბრუნდა ვარჯიშს, თუმცა გუნდისგან განცალკევებით. ის გამოტოვებს ”მალაგასთან” შეხვედრას, თუმცა შეეძლება ”ესპანიოლთან” თამაში.
მეკარე ვიქტორ ვალდესი, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა სიცხის გამო დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. პირველი გუნდთან ერთად ასევე ვარჯიშობდნენ ბარტრა, მონტოია და ტელიო.
