workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” მასკერანოთი დაინტერესდა

“ბარსა” მასკერანოთი დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, ინგლისის “ლივერპულის” არგენტინელი ნახევარმცველით, ჩავიერ მასკერანოთი, იტყობინება Marca. “ბარსაში” თითქმის უკვე შეეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე. ამიტომაც “ბლაუგრანას” მწვრთნელი, სოხეპ გვარდიოლა ტურეს შემცვლელს ეძებს. არგენტინელი ძალიან ჰგავს, ტურეს თამაშის სტილში. Marca–ზე დაყრდნობით, კატალონიური კლუბი მასკერანოს სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას არ აპირებს. რაც შეეხება მასკერანოს, მან საფეხბურთო კარიერა, არგენტინულ “რივერ პლეიტში” დაიწყო. მან 2003/04 წლებში მოიგო არგენტინის პრიმერა დივიზიონი. ასევე მან ნაკრებთან ერთად მოიგო, ათენის ოლიმპიადა. იგი 2007 წლიდან “ლივერპულის” ღირსებას იცავს, თუმცა ამ კლუბთან ერთად მას არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

 

წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში