”ჩვენმა მცირე შეცდომებმა გამოიწვია გოლები საკუთარ კარში. მე მშვიდად ვარ. ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ძალები და ვიფიქროთ მომავალზე. 180 წუთის შემდეგ თავის დადანაშაულების უფლება არ გვაქვს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამჯერად ვერ მოვახერხეთ გამარჯვება, მაგრამ გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რათა ფინალში გასულიყო”.
”ქომაგები მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს და ამაა ვაფასებთ. 2:1 ჩვენთვის არაკომფორტული ანგარიში იყო, გამოუყენებელი 11 მეტრიანის შემდეგ კი ის უფრო გართულდა. ფეხბურთელები ძალიან ნაწყენები არიან, თუმცა ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ეს თამაშის ნაწილია”.
”ბოლო 1/2 ფიინალში თამაშისთვის თუკი ვინმეს მადლობა უნდა მოუხადოთ, ეს ლეო მესია. მე მისით აღფრთოვანებული ვარ. ის მაგალითია ყველასთვის. ახლა მორალურად ძალიან რთული საათები გველის, თუმცა ეს ნებისმიერი სპორტის ნაწილია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მიუნხენში სხვა გუნდი წავა, ჩვენ კი შემდეგი წლისთვის უნდა მოვემზადოთ. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ყველაზე ცუდი ღამე ჩემი მწვრთნელობის დროს. ჩვენ ყველაფერი დავდეთ, რათა ფინალში გვეთამაშა, თუმცა ეს შეუძლებელი ყოფილა. ფინალი ასე ახლოს იყო, ჩვენ კი ის გავუშვით. 3 წლის წინ ინიესტას გოლს დიდი სიხარული ჰქონდა, დღეს კი ტკივილი განვიცადეთ. სეზონის ბოლომდე პრიმერას 4 მატჩი და სამეფო თასის ფინალი დაგვრჩა. ხვალ ტიტოს დაველაპარაკები და ვნახავთ, როგორ გრძნობს გუნდი თავს. ჩვენ ”ბარსა” ვართ და ”რაიოსთან” მოსაგებად წავალთ”.
როცა პეპს ჰკითხეს, თუ რატომ ტიროდა ის პირველად გუნდის ცუდი შედეგის გამო მან განაცხადა: ”ვფიქრობ, რომ გაცილებით ხშირად ვტირი. ეს სპორტის ნაწილია, რომელსაც ვე გაექცევი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი მადლობელი ვარ. ვერცერთმა მათგანმა თვალებში ვერ შემომხდედა და ყველანი შხაპის მისაღებად გაემართნენ”.



