ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ჯონ ტერიმ ბოდიში მოიხადა თანაგუნდელებისა და პუბლიკის წინაშე იმ უხეშობისთვის, რომელიც სანჩესის წინააღმდეგ გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 37-ე წუთზე არბიტრმა ჯონ ტერი მოედნიდან გააძევა. ამის მიზეზი გახლდათ ინგლისელის განზრახ ჩადენილი არასპორტული საქციელი. იგი უკნიდან მიეპარა ალექსის სანჩესს და მუხლი ჩაარტყა, რის შედეგადაც ჩილელი მინდორზე დაეცა.
“იმ მომენტში სანჩესი ჩემს წინ იდგა. განმეორებით ვუყურე ეპიზოდს და ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მინდა გითხრათ, რომ არ განვეკუთვნები იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებიც ძალით აყენებენ ტრავმას ოპონენტებს. ვაანალიზებ, რომ ასე არ უნდა მომხდარიყო. იმედი მაქვს, ის ხალხი, ვინც მიცნობს, შესანიშნავად ხვდება, რომ ასეთი პიროვნება არ ვარ. ამით მე საკუთარ გუნდელებს ვუღალატე. ბოდიშს ვუხდი პუბლიკას”. დაასრულა ჯონ ტერიმ.
შეგახსენებთ, რომ ტერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ “ჩელსის” მხრიდან მონაწილეობას ვერ მიიღებენ რამირესი, მეირელეში და ტერი დისკვალიფიკაციების გამო.

