ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ალან სმიტმა ისაუბრა ალექსის სანჩესის მნიშვნელობაზე “ბარსელონას” შეტევაში.
“სანჩესის სიჩქარემ შეიძლება გაუღოს კარი ლიონელ მესის. ჩემი აზრით ის გადამწყვეტი ფიგურაა შეტევით ფაზაში.”
“ამასთან შეიძლება “ჩელსი” კიდევ უფრო ჩაიკეტოს, სანჩესი კი მათ არც ისე ცოტა პრობლემას შეუქმნის. არ არის გამორიცხული, რომ სანჩესი გახდეს ის რგოლი, რომელიც ნახევარდაცვასა და შეტევას ერთმანეთს გადააბამს. ამ მიდგომით გუნდი უფრო სტაბილური გახდება, ლიონელ მესის კი შეეძლება საკუთარი ხელოვნების გამოვლინება.”
“იმაზე საუბარიც კი ზედმეტია, რომ “არსელონას” ძალიან აკლია ტრავმირებული დავიდ ვილია, მაგრამ შეიძლება დღეს სანჩესი პირველ პლანზე წამოიწიოს და თავისი საქმე გააკეთოს.” განაცხადა ალან სმიტმა.



