ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შეხვედრაში, ”ჩელსისთან” მატჩის განაცხადში პეპ გვარდიოლამ 21 ფეხბურთელი შეიყვანა – 18 პირველი გუნდის წევრი და მონტოია, ბარტრა და ტელიო ”ბარსელონა ბ”-დან.
”ბარსელონამ” დღეს ბოლოსწინა ვარჯიში გამართა ”ჩელსისთან” მატჩამდე. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის ჯანმრთელი ყველა ფეხბურთელი იყო. სესიაზე არ იყვენენ დავიდ ვილია, ანდრეუ ფონტასი და ერიკ აბიდალი.
”კამპ ნოუზე” პირველი გუნდის წევრებთან ერთად ვარჯიშობდნენ ტელიო, მონტოია და ბარტრა ”ბარსელონა ბ”-დან. სესიის დასრულების შემდეგ გუნდი სასტუმროში დაბრუნდა, სადაც ისინი ღამეს გაატარებენ.
გუნდი ”ჩელსისთან” მატჩამდე უკანასკნელ ვარჯიშს ხვალ, 12 საათზე გამართავს ”ნოუ კამპზე”. სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
ანრიმ გუნდი მოინახულა
დღევანდელ ვარჯიშზე განსაკუთრებული სტუმარი იყო. ”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა.














