მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ბრაზილიელი ლეგენდა და ამჯერად მახაჩკალას “ანჟიში” მოღვაწე რობერტო კარლოსი ამჯერად კომენტატორის რანგში მოგვევლინება. როგორც “სპორტ–ექსპრესი” იუწყება, კარლოსი ერთ–ერთ ესპანურ ტელეარხზე “ელ კლასიკოს” წაუძღვება.
როგორც მოგეხსენებათ, რობერტო “ანჟიში” გასულ წელს გადაბარგდა და გუნდის კაპიტნის როლში გვევლინებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ, მან განაცხადა, რომ ამ წლის ბოლოს კარიერას დაასრულებდა და დაღესტნურ კლუბში დირექტორის რანგში გააგრძელებდა მუშაობას. ეს ბოლო რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი მცველი არ ხვდება მახაჩკალელთა განაცხადში, თუმცა როგორც გუნდის ხელმძღვანელობა იუწება, მას კარიერა ჯერ არ დაუსრულებია.
რაც შეეხება “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებას, დიადი “ელ კლასიკო” შაბათს, თბილისის დროით 22:00 სთ–ზე დაიწყება.



