ჩემპიონთა ლიგის პირველმა 1/2 ფინალურმა შეხვედრამ, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, აშკარად იმედგაცრუებულები დატოვა “ბარსელონას” ფეხბურთელები და გულშემატკივრები.
კატალონიელებმა, რომლებმაც უამრავი სახიფათო მომენტი შეუქმნეს მეტოქეს, გოლის გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ თავისი შანსი გამოიყენეს ლონდონელებმა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დიდიერ დროგბას მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში.
მატჩის დასრულების შემდეგ პრესასთან კომენტარი “ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა გააკეთა: “ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრა ასეთი ანგარიშით დასრულდა, რადგან ჩვენ უკეთ ვთამაშობდით. ყველა ფეხბურთელი იმედგაცრუებულია ამ რეზულტატით, ვინაიდან გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.” – ციტირებს პედრო როდრიგესის სიტყვებს ესპანური გამოცემა Sport.es.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს “ბარსელონასა” და “ჩელსის” საპასუხო შეხვედრას “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.



