მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ შეიძლება პიკე და სესკი ”დაასვენოს”

გვარდიოლამ შეიძლება პიკე და სესკი ”დაასვენოს”

დღევანდელ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ ძირითად 11-ეულში შეიძლება ხერარდ პიკე და სესკ ფაბრეგასი არ დააყენოს.

”სტემფორდ ბრიჯზე” გუშინ გამართულ ვარჯიშზე პეპმა გუნდი 2 ნაწილად გაყო. თუკი ამ განაწილებას დავუჯერებთ დღევანდელ შეხვედრაში ”ბარსა” 4 მცველით (ალვესი, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო), 3 ნახევარმცველით (ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა) და 3 თავდამსხმელით (მესი, ალექსისი, პედრო) ითამაშებს.

პიკეს არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყობა, რადგან ის ყველაზე მაღალია ”ბარსელონაში”, რაც მნიშვნელოვანი იქნება საჰაეორო ორთაბრძოლებში. კარლეს პუიოლს და ხავიერ მასკერანოს ყვითლის მიღების შემთხვევაში კი განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწევთ. სესკის შემთხვევაში კი სხვა სიტუაციაა. მან ასევე არ ითამაშა ”მილანის” წინააღმდეგ და სავარაუდოდ დღესაც არ ითამაშებს ”ჩელსის” წინააღმდეგ. ერთი რამ ცხადია, რომ ჯერ-ჯერობით ”ბარსასთვის” ის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არაა, როგორიც ”არსენალში” იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში