მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შურიანებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

შურიანებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

…და აი ამ დღესაც მოვესწარით! ლიონელ მესიმ დღეს, 2023 წლის 24 ივნისს ოფიციალურად განაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ. არგენტინელმა საოცრებამ როგორც იქნა ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე. მან მთელი თავისი კარიერა კატალონიის “ბარსელონას” შესწირა და კლუბის ისტორიას უამრავი ახალი ღირშესანიშნავი ფურცელი შემატა. აღარც კი ღირს საუბარი მის პირად მიღწევებზე, რეკორდებზე და მოპოვებულ თასებზე. ლეო მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია–თუ ყველაზე საუკეთესო არა.მას შემდეგ, რაც მან მოახერხა და არგენტინის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სპორტის უამრავი გულშემატკივრის თვალში სწორედ ისტორიის ყველაზე საუკეთესოდ იქცა. რაღა გვეთქმის გარდა მადლობისა იმისთვის, რასაც სენიორ მესი ჩვენთვის აკეთებდა; ჩვენ ხომ მისი ყურებით სიამონვებას ვიღებდით. როგორც ჩანს, ცხონებული ბრაზილიელი პელეს სიტყვები გამართლდა–ლიონელმა ვერ გაიტანა მასზე მეტი გოლი, მაგრამ ვაი ასეთ გამართლებას! ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუ მიწასაა მიბარებული, ხოლო მესი კი ფეხბურთის ისტორიის ახალი მბრძანებელია! ტყუილად კი არ არის ნათქვამი, დრონი მეფობენ და არა მეფენიო…

 

ზემოთ შემოთავაზებული საინტერესო და ზედმეტად დამაბნეველი სიტყვები შეიძლება ითქვას, რომ არის ამონარიდი 2023 წლის ყველაზე პოპულარული სპორტული ჟურნალიდან. დარწმუნებული ვარ, ბევრი შემეკამათება და მართლებიც იქნებიან, რადგან მომავალს ვერავინ განსაზღვრავს და არავინ იცის რა მოხდება, თუმცა ჩემი დღევანდელი გადასახედიდან ყველაფერი 100%–თ თუ არა, 90%–თ მაინც გამართლდება.

 

მთელი მსოფლიო ხედავს, თუ როგორ იხრჩობა ბოღმისაგან ფეხბურთის ღმერთად წოდებული პელე. კვირა არ გავა მან ახალ–ახალი და გრანდიოზულად საინტერესო განცხადებები რომ არ გააკეთოს. მისთვის ნეიმარი უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე მესი. ამაზე მას მარადონამ ჩინებული პასუხი გასცა: “ნეიმარი იმ შემთხვევაშია დედამიწაზე საუკეთესო, თუ მესის ამ პლანეტის ფეხბურთელად არ ჩავთვლით.”  გასაგებია, რომ ყველას თავისებური შეხედულება აქვს ამა თუ იმ ფაქტზე და ყველას საკუთარი ფავორიტი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა როდესაც ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებ, ამისათვის საჭირო არგუმენტებიც უნდა გაგაჩნდეს, რაც ბრაზიელ “პროფესორს” თავისდა სამწუხაროდ არ მოეპოვება!

 

შური ძალიან ცუდია და წესით პელეს ეს არ უნდა ესწავლებოდეს. თავის დროზე მისიც ბევრს შურდა და ახლა თავადაც ამას არ უნდა აკეთებდეს. როდესაც ხარ ფეხბურთის მეფედ წოდებული, 24 წლის ბიჭის კარგი თამაშით დაგროვებული ბოღმა არ უნდა გახრჩობდეს. ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუმ თავისივე კომენტარებით თავისივე თავი დაიმცირა და ამას თითქმის ყველა ადამიანი კარგად ხედავს. თავად სენიორ მესი ყურადღებას არაფერს და არავის აქცევს, კიდევ უფრო და უფრო უმატებს და რეკორდს რეკორდზე ამხობს. იგი ამით თავადაც იღებს სიამოვნებას და სხვასაც ასიამოვნებს.

 

საზოგადოებას მხოლოდ ერთს ვურჩევ: დატკბით სანამ დრო გაქვთ, დატკბით! მოიშორეთ შური, ბოღმა, ზიზღი, სიძულვილი და დააფასეთ ის, ვინც დაფასებას ნამდვილად იმსახურებს; ლიონელ მესი სწორედ დასაფასებელ ადამიანთა სიას მიეკუთვნება! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში