მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “მესის შანსი აქვს გახდეს საუკეთესო”

ჩავი: “მესის შანსი აქვს გახდეს საუკეთესო”

“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერის, ჩავი ერნანდესის განცხადებით, თუ ლიონელ მესიმ უახლოეს მომავალში თამაშს არ უკლო, იგი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებლად გახდება.

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? – ასეთი კითხვა დაუსვა ჩავის UEFA-ს ვებგვერდის ერთ-ერთა მომხმარებელმა. “ბარსას” მე-6 ნომრის პასუხი ასეთი იყო: “ეს ძალიან რთული კითხვაა, რადგან პასუხის გასაცემად სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შედარებაა საჭირო. თუ უახლოეს მომალვაში არაფერი შეიცვალა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი აუცილებლად ლიონელ მესი გახდება. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება – მესი დღეს აკეთებს იმას, რასაც მარადონა 20 წლის წინ აკეთებდა. იგი თამაშობს როგორც პელე, კრუიფი და დი სტეფანო ამას თავიანთ საუკეთესო წლებში აკეთებდნენ. ვთვლი, რომ მესის აქვს შანსი საუკეთესო გახდეს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში