მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გასპარი: ”გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს”

გასპარი: ”გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს”

”ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან გასპარი დარწმუნებული იმაში, რომ გუნდის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ჯერ კიდევ არ უთქვამს პირდაპირი პასუხი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. ესპანური და ბრიტანული პრესა წერს, რომ ის შეიძლება სხვა კლუბში გადავიდეს.

”ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. უბრალოდ ის ამის შესახებ განცხადებას გუნდისთვის საუკეთესო პერიოდში გააკეთებს. საქმე ისაა, რომ გვარდიოლა ძალიან ლოგიკურია საკუთარ მოქმედებებში” – განაცხადა ”ბარსელონას” ექს-პრეზიდენტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში