გუშინ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერიკ აბიდალს ღვიძლის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.. ”კამპ ნოუზე” მრავლად იყო მსგავსი ბანერები. კატალონიის მთელი მოსახლეობა აბის გვერდით იდგა. ასევე ტრიბუნებზე მის სახელს ხმამაღლა ყვიროდნენ იქ შეკრებილი ადამიანები. ამ ფაქტს არც ”ბარსას” ფეხბურთელები გამორჩნენ და პედრო როდრიგესმა მისი გატანილი გოლი ერიკ აბიდალს მიუძღვნა.
პედრომ გოლი თამაშის 75-ე წუთზე გაიტანა და ეს გოლი საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნა. ყველა მიხვდა, რომ ამ ჟესტით მან გოლი აბის მიუძღვნა. ასევე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ პედრო ნელ-ნელა უბრუნდება ფორმას და მან უკვე ზედიზედ ორ თამაში, 2 გოლის გატანა შეძლი.
ახლა კი ვიხილოთ პედროს გოლი
[media=http://www.youtube.com/watch?v=7ydLOKBirUI]



