მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ევროპა ”რეალს” აფრთხილებს

ევროპა ”რეალს” აფრთხილებს

ბოლო 7 ტურში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ლიდერები შეიცვალა. დარჩენილია მხოლოდ ესპანეთი და გერმანია.

და ”რეალი”, რომელმაც უკვე 6 ქულა დაკარგა ყველა შანსი აქვს ეს სტატისტიკა გააგრძელოს, რადგან სულ მალე ესპანეთის ჩემპიონატში ელ კლასიკო უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში მრავალმილიონიანმა ”მანჩესტერ სიტიმ” ლიდერობა დაკარგა ”მანჩესტერ იუნაიტედთან”. პორტუგალიაში ”ბენფიკამ” ლიდერობა დაუთმო გამოცდილ ”პორტუს”. საფრანგეთში კიდევ ერთმა ფინანსურმა პროექტმა, ”პსჟ”-მ ვერაფერი მოუხერხა ”მონპელიეს”. ”სერია ა”-ში კი მოცოცხლებულმა ”იუვენტუსმა” გაასწრო ”მილანს”, ჰოლანდიაში ”აიაქსმა”, რომელიც 7 ქულით უკან იყო ლიდერზე პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. გერმანიაში ”დორტმუნდი” ინარჩუნებს ლიდერობას, თუმცა ”ბაიერნი” მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩება და ხვალ ამ გუნდებს ურთიერთდაპირისპირება ელით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში