workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონასა” და მის მეკარეთა მთავარ მწვრთვნელს, ხუან კარლოს უნსუე ლაბიანოს შორის გაწყვეტილი იქნა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმდა ამაზე, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უნსუე სათავეში უნდა ჩაუდგეს სეგუნდა დივიზიონის კლუბ “ნუმანსიას”.

არასოდეს დამავიწყდება “ბარსა”

 კლუბის ტელეარხისათვის და ოფიციალურ საიტზე, მან “ბარსელონას” მიმართ სამადლობელი სიტყვები თქვა: “-მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჟოან ლაპორტასი, რომელმაც უდიდესი ნდობა გამომიცხადა პირველივე დღიდან, ასევე ჩიკი ბეგირისტაინის, რომელმაც ჩემი ტრანსფერი რეალური გახადა.” გარდა ამისა მან მადლობა მოახსენა ფრანკ რაიკაარდს და პეპ გვარდიოლას იმისათვის, რომ მათ მისცეს საშუალება ბევრი რამ ესწავლა.

“ნუმანსიაში”

მიუხედავად იმისა, რომ მას ეძნელება “ბარსასთან” განშორება, მოუთმენლად ელის თუ, როდის ჩაუდგება სათავეში “ნუმანსიას”, ის ისეთივე ენთუზიაზმიით არის ანთებული, როგორც ეს იყო მისი კატალონიაში გამოჩენის პირველ დღეს. მან განაცხადა, რომ ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა და მადლობა მოახსენა “ნუმანსიას”: “-მე მუშაობის სურვილით ისე ვარ ანთებული, როგორც ვიყავი “ბარსელონაში” მოსვლის დღეს.”

შეგახსენებთ, რომ ხუან კარლოს უნსუე “ბარსელონას” მეკარეთა მთავარი მწვრთვნელი 2003 წლიდან არის და კლუბში მის სახელს უკავშირდება ვიქტორ ვალდესის გამოჩენა. თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იგი, “ოსასუნას”, “ბარსელონას”, “სევილიის”, “ტენერიფეს” და “ოვედიოს” კარის დარაჯი ყოფილა, მაგრამ სახელი გაითქვა, როგორც “სევილიის” მეკარემ.

 

წყარო:fcbarcelona.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში