კანტერანოებმა, მარკ მუნიესამ და ილიე სანჩესმა კლუბთან კონტრაქტები 2013 წლამდე გაახანგრძლივეს.
უნიჭიერესმა მცველმა, მარკ მუნიესამ ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა. ამას გარდა 20 წლის ფეხბურთელი მომდოვნო სეზონიდან კატალონიური კლუბის პირველ გუნდში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ მარკი ”ბარსელონას” ასაკობრინ გუნდ ”alevín”-ში 2002 წელს გამოჩნდა, 2009 წლის 23 მაისს კი ”ბარსას” პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა საშიანო მატჩში ”ოსასუნასთან”.
იმედები გამოჯამრთელებაზე
ასევე ხელმოწერა კონტრაქტის 2013 წლის ივნისამდე გახანგრძლივებაზე გააკეთა ილიე სანჩესმა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. 21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის ლუის ენრიკეს ”ბარსა ბ”-ში გაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონში პრე-სეზონის დროს, ქუსლზე მიღებული დაზიანების მკურნალობა უწევს: ”მე იმედი მაქვს, რომ ტრავმას სრულად მომდევნო სეზონის დასაწყისამდე დავძლევ და სრული ძალებით ვითამაშებ. ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ტრავმა მივიღე”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=zmmD63r9Yts]


