კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ტიაგო ალკანტარამ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა იტალიური “მილანი” დაამარცხა (3:1), განაცხადა, რომ ბედნიერია ასეთი კარგი თანაგუნდელების ყოლით და თვლის, რომ ისინი დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
“ჩემი სული და გული იმ გასახდელშია, სადაც ყოველდღე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარ. ბედნიერი ვარ მათნაირი ხალხის ყოლით და ასეთ ბრწყინვალე გუნდში თამაშით. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ და სრული დამსახურებით გადავედით შემდეგ ეტაპზე.” –განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტიაგო ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა უკვე 63–ე წუთზე იგი მოედანზე ჩავი ერნანდესის ნაცვლად შევიდა და ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.



