”მილანის” ვიცე-პრეზიდნეტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს ”ბარსელონას” ფეხბურთელის, ლეო მესის მილანურ კლუბში მიწვევას.
”მე ყველაფერს გავიღებდი, რათა ლეო მესი ”მილანში” გადამეყვანა, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ის ”ბარსელონას” სიმბოლოა. მე ვისაუბრე მასთან, ის კატალონიურ კლუბში ბედნიერია. ვფიქრობ, რომ კარიერას არგენტინელი ფეხბურთელია ”ბარსელონაში” დაასრულებს” – ”მილანის” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს ”Mundo Deportivo” ციტირებს.


