კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდის მატჩის შემდეგ, სადაც მისმა ნაკრებმა 4:1 გაანადგურა სამხრეთ კორეა.
“ძალიან მიხარია ასეთი გამარჯვება რომ მოვიპოვეთ. ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი მატჩი. მთავარია, რომ ნიგერიასთან მატჩისგან განსხვავებით, ვაკონტროლებდით ბურთს. არგენტინა სწორ გზაზე მიემართება. მე გოლის გატანა არ შემიძლია? ამას წყნარად ვუყურებ. გოლების გატანის დროც მოვა. მთავარია არგენტინა მატჩებს ზედიზედ იგებს. მე და აგუეირო ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. მოედანზე მისმა გამოჩენამ მატჩის ინტრიგა მოკლა. მისი შესანიშნავი თამაშის მიუხედავად მხოლოდ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ დაიწყებს შემდეგ მატჩს ძირითად შემადგენლობაში.” განაცხადა მესიმ.
წყარო: sports.ru



