მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალიანი: ბარსელონაში 1/2 ფინალში გასასვლელად მივემგზავრებით”

გალიანი: ბარსელონაში 1/2 ფინალში გასასვლელად მივემგზავრებით”

იტალიური “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ, განაცხადა, რომ მისი გუნდი არ იქნება “ბარსელონასთვის” “ადვილი გასეირნება” და, რომ “როსონერი” ყველანაირად ეცდება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურის მოპოვებას.

 

“ჩვენ მივემგზავრებით ბარსელონაში, რათა მოვიპოვოთ 1/2 ფინალში გასვლის უფლება. კატალონიელებს “მილანთან” ადვილი თამაში არ ჰქონია; ერთმანეთს სამჯერ დავუპირისპირდით და ყველა ვარიანტში შეხვედრა დაძაბული გამოდგა. რა ხდება პატოსთან დაკავშირებით? ვნახოთ როგორ ჩაატარებს იგი ხვალინდელ ვარჯიშს და ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. ექიმი არ ვარ მის ჯანმრთელობაზე რომ ვისაუბრო, თუმცა როგორც გავიგე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ალეშანდროს მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და ყველანაირი პრობლემა დაძლეულია.” –თქვა გალიანიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში