მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
20 ფეხბურთელი მოხვდა მატჩის განაცხადში

20 ფეხბურთელი მოხვდა მატჩის განაცხადში

პეპ გვარდიოლამ დაასახელა პირველი გუნდის 17 ფეხბურთელის გვარი, პლიუს ტელიო, მონტოია და მუნიესა ”ბარსა ბ”-დან ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩის განაცხადისთვის.

”ნოუ კამპი” მზადაა ჩემპიონთა ლიგისთვის. ორშაბათს ”ბარსელონამ” ბოლოსწინა ვარჯიში გამართა ”მილანთან” გადამწყვეტი შეხვედრის წინ. გვარდიოლამ 20 ფეხბურთელი ავარჯიშა: პირველი გუნდის 17 წევრი და მუნიესა, მონტოია და ტელიო ”ბარსა ბ”-დან. ”ბარსას” მწვრთნელს ამ ფეხბურთელებიდან შეხვედრის დაწყების წინ 2 მათგანის სიიდან ამოღება მოუწევს.

იბრაჰიმ აფელაიმ, ისევე როგორც ერიკ აბიდალმა გუნდთან ერთად ივარჯიშა მიუხედავად იმისა, რომ თამაშის უფლება ჯერ-ჯერობით არ აქვს. ჰოლანდიელს, რომელსაც დღეს 26 წელი შეუსრულდა ვარჯიშის დაწყების წინ სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა და თანაგუნდელებისგან მილოცვები მიიღო.

ჩავი ერნანდესს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. გვარდიოლამ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: ”გასული 2 დღის განმავლობაში მას კუნთში დისკომფორტი ჰქონდა. გადავწყვიტეთ, რომ მისი გარისკვა არ გვსურს და ამიტომაც დღეს განცალკევებით ივარჯიშებს. ის დამატებით ტესტებს ხვალ დილით გაივლის. ის დასახლდა შეხვედრის განაცხადში, რაც იმას ნიშნავს, რომ ითამაშებს”.

”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრის წინ ხვალ, ”ნოუ კამპზე” კვლავ ივარჯიშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში