ტოტალიზატორი, William Hill–ის ბუკმეიკერები საფრანგეთის 1/8 ფინალში გასვლას აფსურდულად თვლიან. “მამლების” 1/8 ფინალში გასვლაზე კოეფიციენტი 8.0–ს აღემატება. ურუგვაის გასვლაზე–1.02, ხოლო მექსიკა–1.06. დომენეკის გუნდის მსოფლიო ჩემპიონატის გამოთიშვის კოეფიციენტი 1.06–ია. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მექსიკასთან მარცხის (0:2) შემდეგ ძალიან გაირთულა საქმე. მათ ბოლო ტურში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი, სამხრეთ აფრიკის დიდი ანგარიშით განადგურება სჭირდებათ და ასევე “მამლებს” არ აწყობთ ურუგვაი–მექსიკის დაპირისპერების ფრედ დამთავრება. თუ რაიმონ დომენეკი მოახდენს სასწაულს და გაიყვანს თავის გუნდს მერვედფინალში, მათ არგენტინა არ ასცდებათ იმიტომ, რომ ჯგუფი ა–ს მეორე ადგილოსანი უნდა დაუპირისპირდეს ჯგუფი ბ–ს პირველ ადგილოსანს, არგენტინელებს კი პირველი ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვთ.
წყარო: sports.ru



