შეუპოვარი “ატლეტიკის” დამარცხებიდან რამდენიმე საათში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ჟოან გამპერის სავარჯიშო მოედანზე დახურულს კარს მიღმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს. როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს კატალონიელებს ამ სეზონის ჯერ–ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელით “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ეგიდით. სწორედ ამიტომ, “ლურჯ–ბროწეულისფერები” მზადებას ადრეული დღეებიდანვე შეუდგნენ.
ფეხბურთელებმა, რომლებმაც ბასკებთან ითამაშეს, ვარჯიშზე დიდად არ დატვირთულან. რაც შეეხებათ სხვა დანარჩენებს, აბიდალის და აფელაის ჩათვლით, საფუძვლიანად ივარჯიშეს. ასევე პირველ გუნდთან ერთად “ბარსა ბ–ს” 10–მა ფეხბურთელმაც ივარჯიშა: იოერი, ტელიო, მონტოია, მუნიესა, დეულოფეუ, კარმონა, ესპინოსა, გუსტავო, სერხი გომესი, როსელი.
“ბლაუგრანა” შემდეგ ვარჯიშს ორშაბათს, 18:00 საათზე დახურულ კარს მიღმა გამართავს.











