ბრაზილიელმა მცველმა, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებდა ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღოს მას შემდეგ, რაც დღევანდელი ვარჯიში თანაგუნდელებთან ერთად პრობლემებსი გარეშე ჩაატარა.
”ნოუ კამპზე” გამართული ვარჯიში, რომელიც უკანასკნელი იყო ბილბაოს ”ატლეტიკთან” შეხვედრამდე პეპ გვარდიოლასთვის სასიხარულო ინფორმაციით დასრულდა. ადრიანო კორეიამ კლუბის სამედიცინო შტაბისგან თამაშის უფლება მიიღო. ფეხბურთელმა ტრავმა 20 მარტს, ”გრანადასთან” შეხვედრაში მიიღო.
ვარჯიში სტადიონზე
ადრიანოსთან ერთად მოედანზე 22 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. სესიაზე ასევე იმყოფებოდნენ იბრაჰიმ აფელაი და ერიკ აბიდალი. ფილიალიდან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ კრისტიან ტელიო, მარტინ მონტოია და მარ მუნიესა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდმა ”ნოუ კამპზე” ისადილა. ფეხბურთელები ”ნოუ კამპზე” შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე შეიკრიბებიან. მატჩი ”ბარსელონასა” და ბილბაოს ”ატლეტიკს” შორის ”ნოუ კამპზე” ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიწყება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=0GWOrZejG3c]
















