ბარსელონას მენეჯერი, პეპ გვარდიოლა თვლის, რომ ერთი დღით მეტი დასვენება მის გუნდს არ მისცემს არანაირ უპირატესობას ბასკების წინააღმდეგ.
ნორმალურია, რომ ოთხშაბათს ლურჯ-ბროწეულისფრებმა მილანთან ფრე ითამაშეს (0-0), ეს მაშინ როდესაც ბასკებმა გელზენკირხენში ადგილობრივი შალკე 04-სგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს და 2-4 გაიმარჯვეს.
“-არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოწინააღმდეგე დაღლილი იქნება. რა თქმა უნდა სასურველია უფრო მეტი დრო გქონდეს დასასვენელად და თამაშის მოსამზადებლად, მაგრამ გუნდი, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის ამას უნდა შეეგუოს. – პეპმა თავისი მოწიწება და აღფრთოვანება გამოხატა ბასკების მწვრთვნელ, მარსელო ბიელსას მიმართაც – მე იგი საუკეთესოდ მიმაჩნია დედამიწაზე და აღფრთოვანებული ვარ მისი საქმიანობით. ვცდილობ, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლო. მისი გუნდი კი ევროპის მთავარი აღმოჩენაა წლევანდელი წლისათვის. მათი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის.”



