ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ “მილანის” დონე ვერ შეედრება “ბარსელონას” დონეს. ფრანგი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად კატალონიურ გრანდს მიიჩნევს.
“”ბარსელონა” უდაოდ ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგის მოგებისა. რაც შეეხება “მილანს”, მათ უბრალოდ არ აქვთ შანსი ამ ტურნირში გამარჯვებისა.”
“იტალიელებს კარგად აქვთ აწყობილი გუნდური თამაში და მათ ჰყავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელზეც ისინი ყოველთვის იმედებს ამყარებენ, მაგრამ ჩემი აზრით “მილანი” ახლოსაც ვერ მივა “ბარსელონას” დონესთან. მათ თამაშში გარკვეული სისუსტეებია.” – ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს Corriere dello Sport.



