workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი: “არ ვიცი ჩამოვართმევ, თუ არა ხელს გვარდიოლას”

იბრაჰიმოვიჩი: “არ ვიცი ჩამოვართმევ, თუ არა ხელს გვარდიოლას”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონასთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

 

ჩვენ მზად ვართ ამ მატჩისთვის და პოზიტიურად ვართ განწყობილები, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ასეთ მეტოქესთან იდეალური თამაშის ჩვენება მოგვიწევს. “ბარსელონა” უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე დავმარცხდით.”

 

“ნამდვილად არ მიყვარს დაცვითი ფეხბურთის თამაში, მაგრამ მაქვს იმის უფლება, რომ მწვრთნელს მივუთითო, თუ როგორ მოვიქცეთ. ვნახოთ, როგორი გეგმით გავალთ მოედანზე.”

 

“მინდა, რომ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგოს. მე ზოგიერთ ფეხბურთელთან კავშირს ვინარჩუნებ, ჩვენ ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს.”

 

“ჩამოვართმევ თუ არა ხელს გუარდიოლას? არ ვიცი. რაც იყო უკვე წარსულია: მას თავისი პრობლემები აქვს, მე ჩემი.” – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

 

შეგახსენებთ, რომ “მილანსა” და “ბარსელონას” შორის ჩემპიონა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა დღეს, თბილისი დროით 22:45 საათზე “სან სიროზე” გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward