”ბარსელონამ” დღეს ”სან სიროზე” ივარჯიშა. კატალონიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის გასვლით მატჩს ხვალ, 22:45 საათზე გამართავს ”მილანის” წინააღმდეგ.
”ბარსელონას” პირველმა გუნდმა დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მეტოქის მოედანზე ივარჯიშა. ეს სტადიონი ”ბარსას” ფეხბურთელებისთვის ნაცნობია, რადგან მიმდინარე სეზონში ”ბლაუგრანა” მეორედ ითამაშებს ამ სტადიონზე. 2009/10 სეზონში კი კატალონიელებს ”ინტერის” წინააღმდეგ მოუწიათ 2-ჯერ თამაში ამავე სტადიონზე.
ის 21 ფეხბურთელი, რომელიც მილანში გაემგზავრა ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მათ შორის იბრაჰიმ აფელაი, რომელსაც სამედიცინო შტაბისგან ჯერ-ჯერობით თამაშის უფლება არ აქვს მიღებული. ”ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ბურთებით ივარჯიშა.
ვან ბომელმა მოინახულა გუნდი
სავარჯიშო სესიას, რომელიც მეტოქის მოედანზე მიმდინარეობდა თვალს პრეზიდენტი, სანდრო როსელი და კლუბის დირექტორები ადევნებდნენ. სესიას ”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, მარკ ვან ბომელიც დაესწრო. ”მილანის” ფეხბურთელი ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ჰოლანდიელს არ სურდა შანსის გამოტოვება და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა.

