ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მოახლოებული შეხვედრის წინ აბიატიმ კომენტარი გააკეთა.
“ვიცი, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემსა და მას შორის ნამდვილი დუელი გაიმართება. ის არის ფეხბურთელი, რომლის ანალიზიც წარმოუდგენელია. ის არაპროგნოზირებადია.” – განაცხადა აბიატიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
“”ბარსელონა” ერთი მატჩის განმავლობაში 20 საგოლე მომენტს მაინც ქმნის. ჩვენ მათ ორჯერ ვეთამაშეთ მიმდინარე სეზონში, თუმცა სულ ოდნავ არ გაგვიმართლა. ჩვენს შანსებს 50%-ზე შევაფასებდი. არავის დაავიწყედ, რომ ჩვენ ვართ “მილანი“.”
შეგახსენებთ, რომ “მილანისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ხვალ “სან სიროზე” გაიმართება. საპასუხო შეხვედრას “კამპ ნოუ” ზუსტად ერთ კვირაში უმასპინძლებს.



