მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანი”-“ბარსელონას” მატჩს იონას ერიქსონი განსჯის

“მილანი”-“ბარსელონას” მატჩს იონას ერიქსონი განსჯის

“მილანსა” და “ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრის განსჯა “უეფამ” შვედ არბიტრს, იონას ერიქსონს ანდო.

 

შვედი მსაჯი მატჩის დღეს საკუთარ 38-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ის 1974 წლის 28 მარტს დაიბადა. ერიქსონისთვის პირველი არ იქნება მატჩი “ბარსას” მონაწილეობით. 2010/11 სეზონში, როცა კატალონიელებმა “რუბინი” დაამარცხეს, ანგარიშით 2:0, სწორედ ერიქსონი სჯიდა აღნიშნულ თამაშს.

 

იოანს განსჯილი აქვს მატჩი “მილანის” მონაწილეობითაც. ეს მოხდა 2008-09 სეზონში, “უეფას” თასზე, როცა მილანელები “სან სიროზე” ვერდერის “ბრემას” დაუზავდნენ (2:2).

 

ერიქსონს დახმარებას შტეფან უიტბერგი და მათიას კლასენიუსი გაუწევენ. კარის ხაზის არბიტრების ფუნქციებს მარკუს შტრომბეგსონი და შტეფან იოჰანსონი შეითავსებენ, ხოლო დანიელ შტალჰამერი მეხუთე არბირტის როლში იქნება. “უეფას” დელეგატი და მსაჯების დამკვირვებლები იქნებიან შესაბამისად მიკალაი ვარაბოვი და ჰერბერტ ფანდელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში