მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მალიორკა” – ”ბარსელონა”. მატჩის სტატისტიკა

”მალიორკა” – ”ბარსელონა”. მატჩის სტატისტიკა

 – ”მალიორკას” კარში 2 გატანილი გოლი ნიშნავს იმას, რომ ”ბარსამ” გაიტანა 600 გოლი მას შემდეგ, რაც 2008 წელს გუნდს სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა. ეს საშუალოდ შეხვედრაში 2.57 გოლს ნიშნვას, სეზონში კი 150 გოლს.

 – მესიმ ამ გოლების თითქმის მესამედი გაიტანა: 197 გოლი 600-დან მის ანგარიშზეა.

 – მესიმ პრიმერაში წელს 35 გოლი გაიტანა და გაუსწრო რონალდოს 1996/97 წელს და მის მიერ 2009/10 წელს დაფიქსირებულ შედეგს.

 – გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ”ბარსელონას” პრიმერას გასვლით მატჩებში 8 მოგება დაუგროვდა.

 – პირველად მიმდინარე სეზონში ”ბარსელონამ” ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგო: ”სევილია”, ”რასინგი”, ”ატლეტიკო” და ”მალიორკა”.

 – ხავიერ მასკერანომ დაცვაში შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა და ბურთი 12-ჯერ დაიბრუნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

 – ბოლო 8 შეხვედრაში ”ბარსას” 4 ფეხბურთელი გაუძევეს. პირდაპირ წითელი ბარათი მხოლოდ ხერარდ პიკემ მიიღო ”სპორტინგთან” შეხვედრაში. ”მალიორკასთან” მატჩში ტიაგო 2 ყვითელი ბარათის გამო გააგდეს.

 – გუშინ ლეო მესი გაუთანაბრდა ”ბარსას” ყოფილ ფეხბურთელს და ”პსვ”-ს ამჟამინდელ დამრიგებელს, ფილიპ კოკუს. მათ 205 მატჩი აქვთ ”ბარსაში” ჩატარებული პრიმერას მატჩებში. სხვა არცერთ უცხოელ ფეხბურთელს ამაზე მეტი შეხვედრა ”ბარსაში” არ ჩაუტარებია. ბილაბოს ”ატლეტიკთან” შეხვედრაში ლეო ახალ რეკორდს დაამყარებს.

 – ლეო მესიმ ბოლო 8 შეხვედრაში ზედიზედ გაიტანა გოლები. ბოლო 5 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლია. ამგავრად მას დიდი შანსი აქვს, რომ პიჩიჩის ტიტული მოიპოვოს.

 – მარტინ მონტოია დაუბრუნდა იმ სტადიონს, სადაც მისი დებიუტი შედგა ”ბარსაში” 2011 წლის 26 თებერვალს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში