მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
600 გოლი გვარდიოლას ერაში

600 გოლი გვარდიოლას ერაში

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა 233 ოფიციალურ შეხვედრაში მოახერხეს რა 170-ში გამარჯვება(73%), შეაგდეს 600 გოლი (საშუალოდ მატჩში 2.57). პირველი გოლი პეპის მოსვლის შემდეგ კამერუნელმა სამუელ ეტო’ომ გაიტანა. მან “ვისლა კრაკოვიას” კარი დალაშქრა 2008/2009 წლების დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე. “მალიორკასთან” პიკეს მიერ გატანილი გოლი საიუბილეო აღმოჩნდა “ბარსასთვის”. სწორედ მცველის მიერ შეგორებული ბურთი გახლდათ მე-600. მხოლოდ კრუიფის “დრიმ თიმმა” მოახერხა 430 ოფიციალურ მატჩში 870 გოლის გატანა(საშუალოდ მატჩში 2.02), რაც საუკეთესო შედეგია.

 

ახალი რეკორდის ზღვარზე

 

“ბარსამ” კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას აპირებს: გვარდიოლას შეგირდებმა სადებიუტო სეზონში გაიტანეს 158 გოლი, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე საუკეთესოა (ჯერჯერობით), მაგრამ კატალონიელებმა მიმდინარე წელს უკვე 152 გაიტეს და მათ მინიმუმ 12 მატჩი აქვთ გასამართი, ანუ მხოლოდ 7 ბურთი აშორებთ რეკორდამდე.

 

მესის პირადი და “ბარსელონური” რეკორდი  

 

ლეო მესის მიმდინარე სეზონში 35 გოლი დაუგროვდა ლა ლიგაში, რითაც მოხსნა საკუთარი და ლუის ნაზარიო დე ლიმას (რონალდო) რეკორდი. შეგახსენებთ, რომ 1996/97 წლებში ბრაზილიელმა მოახერხა 34 გოლის გატანა, ხოლო 2009/2010-ში ეს რეკორდი მესიმ გაიმეორა. არგენტინელმა 2011/2012-ში უკვე მოხსნა იგი და შანსი აქვს კიდევ წინ წავიდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში